Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქალთა მოძრაობა": მაგდა პაპიძე, როგორც ქალი, კიდევ უფრო მეტადაა ძალადობის სამიზნე

23 დეკემბერი, 2015 11:11

ქალთა მოძრაობა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მაგდა პაპიძემ, რომელსაც ბრალად ედება შვილისა და ქმრის მკვლელობა, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მას პოლიციელები დამამცირებლად და არაადამიანურად მოეპყრნენ, რაც გამოიხატებოდა ცემაში, მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. მაგდა პაპიძეს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და ის რისხვისა და სიძულვილის ობიექტად იქცა როგორც მთელი საზოგადოების, ისე, სავარაუდოდ, სამართალდამცავების მხრიდან. როგორც ქალი, ის კიდევ უფრო მეტადაა ძალადობის სამიზნე. მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს მართლმსაჯულების სისტემამ ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ არ მოექცეს საზოგადოების განწყობისa და ემოციების გავლენის ქვეშ და ბრალდებული მიუკერძოებლად და სამართლიანად გაასამართლოს.

არაადამიანური მოპყრობისა და წამებისგან დაცულია ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარიც. მაგდა პაპიძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ცნობები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული პროკურატურის მიერ. საქართველოს სახალხო დამცველს მოვუწოდებთ მოინახულოს პატიმარი. დროულად უნდა ჩატარდეს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აღნიშნული ცნობების სათანადო გამოიძიებისა და დოკუმენტირებისათვის. მაგდა პაპიძეს მიმართ არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. არც სახელმწიფო სტრუქტურები, არც მედია და არც საზოგადოება არ ელოდებიან სამართლიანი სასამართლოს შედეგებს და ბრალდებულს "მკვლელად" მოიხსენიებენ. მოვითხოვთ, მაგდა პაპიძის საქმის სრულყოფილ გამოძიებას, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ოჯახში ძალადობის ისტორიის შესწავლას. აუცილებელია მამა-შვილის მკვლელობის სამართლიანი და სათანადო გამოძიება და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^