Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

23 დეკემბერი, 2015 20:11

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ მან საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ყველა ადმინს აქვს არჩევანის საშუალება. დღემდე ჩემი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როცა ვიღებდი გადწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნა თუ კარიერის არჩევა. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხიმგებლობა ერის წინაშე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა. მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება. ჩვენი მასშტაბური რეფორმებით შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციოალური კეთლდღეობისთვის. მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს - გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ ვიზალიბეალიზაცია, რითაც შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, „დღეს ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოლიტიკური გავლენისა და პოპულარობის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი, როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე - დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა, თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი ჩემი ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტიილება დავტოვო პრემიერ-მინისტროს თანამდებობა. ახალა, როცა გამყარებულია საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფასს ხალხს. მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს, მათი თანამშრომლობისთვის და თანადგომისთის, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნუნუკას. ასევე ჩემს შვილებს, ნიკოლოზს, ანდრიასა და გაბრიელს, ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე, ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური. ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ეკონომიკურად წელში გამართული ხალხი. ამიტომ მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისჯაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი, ქართველი ერის მფარველი".

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა. 

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ კადრებს აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^