Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოლიძე: კვირიკაშვილს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ შეძლებს, რეალურად მართოს მთავრობა?

24 დეკემბერი, 2015 13:17

„თუ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, მინდა, წარმატება ვუსურვო. მე მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ რამდენად შეძლებს, რეალურად მართოს მთავრობა?" - ასე აფასებს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო წარდგენას.

როგორც დოლიძე ამბობს, მას კვირიკაშვილისგან კარგის გარდა არაფერი ახსოვს, თუმცა შიშობს, ისიც იმავე პრობლემებს არ შეეჯახოს, რომელთა წინაშეც ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა.

„მინდა ვუსურვო წარმატებები მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ რამდენად შეძლებს გიორგი ამას, მე არ ვარ დარწმუნებული. იმავე პრობლემებს არ შეეჯახოს, რომელთა წინაშეც ღარიბაშვილი აღმოჩნდა. გიორგი შეძლებს, რეალურად მართოს მთავრობა? შეძლებს, რომ რეალურად მართოს კაბინეტი სხვების ჩარევის გარეშე? დანარჩენი, ვფიქრობ გიორგი ძალიან ზომიერი, კარგი ეკონომისტი და პროფესიონალია. რომელმაც შეიძლება ეს პოსტი უკეთესობისკენ გამოიყენოს. მე მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება გიორგის გამარჯვება. ვინც უნდა იყოს შემადგენლობაში, იქნება თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. მე იპოზიციაში ვარ, მაგრამ მინდა ვუსურვო წარმატება, რადგან ეს ეხება ჩვენს თანამოქალაქეებს", - ამბობს დოლიძე 2030-თან საუბარში. 

დოლიძემ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა სისტემური ცვლილებები არ მომხდარა. ვიქტორ დოლიძის თქმით, მას ღარიბაშვილთან „ადამიანური, მეგობრული ურთიერთობები" აქვს, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა.

„დადებით მომენტებზე რომ ბევრი ვისაუბრო, ალბათ, არ იქნებოდა სწორი, რადგან მე თვითონ არ მაქვს იმის განცდა, რომ დადებითი ბევრი მოხდა. განსაკუთრებით ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიც არის ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში, სოციალური ფონი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამე გაკეთდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის თემები, სოციალური მიზნებისთვის ბევრი თანხაც გამოიყო და ეს აიღო ხელისუფლებამ თავის თავზე, ეს არ არის სისტემური გამოსწორება ვითარების", - თქვა დოლიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^