Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსმონობა II მსოფლიო ომში - იაპონია სამხრეთ კორეას კომპენსაციას უხდის

28 დეკემბერი, 2015 14:42

იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის სადავო საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონურ ბორდელებში ქალთა იძულებით მუშაობას ეხება.

იაპონია სამხრეთ კორეას ბოდიშს უხდის და კომპენსაციის სახით 1 მილიარდ იენს სთავაზობს.

სამხრეთ კორეა კომპენსაციას წლების განმავლობაში მოითხოვდა. 1965 წელს დაწყებული განხილვების შემდეგ შეთანხმებას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუმიო კიშიდას სეულში ვიზიტის შემდეგ მიაღწიეს. სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ კიშიდამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მათ გულწრფელად მოუხადა ბოდიში.

„აბე, როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, გიხდით ბოდიშს და იზიარებს ყველას ტკივილს და ნაიარევს, რომლებიც იმ მოვლენების შედეგად მიიღეთ ფიზიკურადაც და მენტალურადაც, რომელთა დავიწყება და განკურნება ძალიან რთულია“, - განაცხადა კიშიდამ.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 200 000-მდე ქალი გახდა იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი. ე.წ. სექსმონები იაპონელ ჯარისკაცებს ემსახურებოდნენ. ამ ქალებიდან უმეტესობა სამხრეთ კორეელი იყო და ამჟამად მხოლოდ 46 მათგანია ცოცხალი.

დანარჩენი ქალები ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, ინდონეზიიდან და ტაივანიდან იყვნენ.

იაპონიამ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სექსმონობაზე პასუხისმგებლობა პირველად 1993 წელს აღიარა, თუმცა კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგები იყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ორ ქვეყანას შორის ეს საკითხი 1965 წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით მოგვარდა.

 

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^