
„ვერაფერს თვითკრიტიკულს ვერ ვხედავთ დღეს წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამასა თუ მთავრობის წევრების კანდიდატების გამოსვლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის ფორმალურად ახალ შემადგენლობაში პრემიერის გარდა ცვლილება არ განხორციელებულა, იმის გამო, რომ რა თქმა უნდა, უცლველი რჩება ამ შემაგენლობაში ივანიშვილის არაფორმალური აბსოლუტური გავლენა, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობის წარმოდგენილ შემადგენობას და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას" - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" არ იცავს ღირებულებებს, რომელთა დასაცავადაც ხელისუფლებაში მოსვლის დროს პასუხისმგებლობა აიღო.
„სამწუხაროდ, „თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვერ დავუჭერთ „ქართული ოცნების" კოალიციური მთავრობის ფორმალურად ამ ახალ შემადგენლობას და ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ამ კოალიციის წევრი გახლდით როცა 2012 წლის არჩევნებში გავიმარჯვეთ. დღეს კი ამ კოალიციის ოპოზიცია ვართ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება" არ იცავს იმ ღირებულებებს, რომელთა დასაცავადაც გადავწყვიტეთ პასუხისმგებლობა აგვეღო ქვეყნის მართვაზე" - თქვა შავგულიძემ.
მან ყურადღება რამდენიმე პრობლემაზე გაამახვილა, მათ შორის სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობაზე და თქვა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს, საკუთარ კონნტროლს დაუქვემდებაროს ხელისუფლების ყველა განშტოება და სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელებიც აუცილებლად საჭროებენ დამოუკიდებლობას.
„ხლისუფლება ცდილობს სასამართლო ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ინტერესის სამსახურში ჩააყენოს... ხესიუფლება ცდილობს, სრულად გააკონრტოლოს მედიასივრცე, რისთვისაც არ ერიდება, სასამართლო ხელსიუფლების გამოყენებას" - თქვა შავგულიძემ.