შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, დავით ხუციშვილმა და თეიმურაზ მღებრიშვილმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების განმარტებით, ისინი სხვა უწყებებში განაგრძობენ საქმიანობას.
მათი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი გააკეთებს კომენტარს.