„ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა.
BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, თურქული მედია წერს, რომ დაკავებულებს შესაძლოა, სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან ჰქონდეთ კავშირი, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი - უმეტესად გერმანელი ტურისტები დაიღუპნენ.
თურქული მედია იტყობინება, რომ დაკავებულები, სავარაუდოდ, ლოგისტიკურ საკითხებში ეხმარებოდნენ „ისლამურ სახელმწიფოს". Dogan News-ის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა დისკები ამოიღეს, რომლებიც ისლამისტურ დაჯგუფებასთან მათ კავშირს ადასტურებს.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სტამბოლის ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა სირიის მოქალაქემ აამოქმედა.
სტამბოლის ცენტრში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობა გერმანელი ტურისტი იყო. დაშავებულია 15 ადამიანი.