Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედვედევი: ეკონომიკის კუთხით რუსეთისთვის გასული წელი ყველაზე მძიმე იყო

13 იანვარი, 2016 18:39

რუსეთისთვის ეკონომიკის კუთხით გასული წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში გაიდარის სახელობის ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენი ეკონომიკა დიდი ხანია არ შეჯახებია ისეთ მძლავრ და ამავდროულად სინქრონულ გამოწვევებს, როგორიცაა ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა, სანქციები და მსოფლიო ეკონომიკის პარადიგმის ცვლილებები“, - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო წყაროებსა და ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლის უკმარისობაზე. მისი თქმით, 2015 წელს წარმოების მაჩვენებელი, საქმიანი და საინვესტიციო აქტივობებიც შემცირდა.

ყველაზე დიდი დარტყმა კი, მედვედევის თქმით, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლებს მიადგა, რის შედეგადაც საშუალო კლასი ბევრად უფრო გაღარიბდა.

რუსეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა რთულია, თუმცა მოგვარებას ექვემდებარება. მისი თქმით, სანქციების პირობებშიც კი რუსეთის ეკონომიკა სტაბილური რჩება.

 

წყარო: BBC, РосБизнесКонсалтинг

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^