Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი შეიქმნება

15 იანვარი, 2016 17:06

იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტით, ქართულ სასამართლოს უფლება ენიჭება, განიხილოს  იმ პირთა სარჩელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ, რომელთა მიმართაც არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება, პირის მიმართ უფლებების დარღვევისა და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ცვლილებათა პაკეტი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.
 
„პროექტის თანახმად, თუკი გაეროს კომიტეტი სახელმწიფოს პირის მიმართ კომპენსაციის გადახდას დააკისრებს,  პირი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს ქართულ სასამართლოს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლო კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით.
 
ცვლილებების თანახმად, გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილების არსებობა  ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვლება და  განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლში შედის. განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პირმა სასამართლოს უნდა  მიმართოს, გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.
 
ახალი წესი გავრცელდება იმ პირებზეც, რომელთა მიმართაც უკვე არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება, მათთვის სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე. ისინი უფლებამოსილნი იქნებიან, ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართონ ქართულ სასამართლოს. კანონპროექტი ითვალისწინებს დავის განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა, ერთ-ერთი მხარის  მოთხოვნით, სასამართლო ვალდებულია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
 
აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება.
 
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის, ქართულმა სასამართლომ განიხილოს იმ პირთა ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი, რომელთა მიმართაც არსებობს  გაეროს უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დარღვევის შესახებ ან სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე. შესაბამისად, ამ პირებს არ აქვთ  სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.  ასევე, არ არსებობს სხვა კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება აქვს. ამდენად, აუცილებელია, ამ პირთა სარჩელების მიღებისა და განხილვის უფლებამოსილება ჰქონდეს საქართველოში არსებულ  სასამართლოს, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული პირი მიმართავს. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სწორედ ამ ხარვეზებს აღმოფხვრის", - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^