Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

The New Yorker: რამდენი წლის არის დონალდ ტრამპი?

19 იანვარი, 2016 14:18

საპრეზიდენტო კამპანიები ნოსტალგიური განწყობების ძიებაში არიან. მათი გეოგრაფია ინტიმური აუდიტორიაა, პატარა ქალაქი, ადგილი, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. კანდიდატები აქცენტს ხშირად არა მათ ელიტურ წარსულზე, არამედ ნათესავების ყოველდღიურ გამოცდილებაზე აკეთებენ, რათა თავი უფრო გულწრფელ და რეალიზებულ პიროვნებებად წარმოაჩინონ: ბარაკ ობამას ბაბუა პატონის არმიაში მსახურობდა, მარკო რუბიოს იმიგრანტი დედა სასტუმროში მოახლედ მუშაობდა, რენდ პოლის დიდი ბაბუა ბოსტნეულის მომთაბარე გამყიდველი იყო. ორივე პარტია იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკული მემკვიდრეობის განიავება ხდება - ერთი მხრივ კეთილდღეობისა და უსაფრთხოების, მეორე მხრივ კი ეკონომიკური თანასწორობისა და მთავრობის ქმედებების. დემოკრატები რონალდ რეიგანის კრიტიკისგან თავს იკავებენ, რესპუბლიკელები კი - კენედის. ამერიკული წარსული იდეოლოგიის გავლენისგან მეტწილად თავისუფალია. ის არის დიდებული, წარმატებული და მშვიდი.

ტრამპის კამპანიაში დროს სხვა მნიშვნელობა ენიჭება. აქ დრო რადიკალურად შემჭიდროებულია, წარსული და შორეული მომავალი ბუნდოვანია, ყველაზე მკვეთრად კი აწმყო ჩანს. „ამერიკა ისევ დიდებულ ქვეყნად ვაქციოთ“, - ეს მისი სლოგანია, თუმცა წარსულზე თითქმის არ საუბრობს. ტრიბუნაზე დაყრდნობილი კანდიდატი გულის ჯიბიდან ქაღალდზე დაბეჭდილ დღის გამოკითხვის შედეგებს იღებს და კითხულობს.

ის დილის ახალ ამბებს აქარწყლებს და  ამით შედის დებატებში. „ეს ნახეთ?“ -  უმეორებს და უმეორებს აუდიტორიას. ტრამპი არ ამბობს, რომელი პოლიტიკური ტრადიციის მიმდევარია. არ საუბრობს წარსულის ძეგლებზე, არამედ მხოლოდ იმათზე, რომელთა ასაშენებლადაც ემზადება: ლამაზი კედელი სამხრეთ საზღვართან, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დროულად, ბიუჯეტის ხარჯით განხორციელდება. სხვა რესპუბლიკელები სოციალური დაცვის გრძელვადიან პერსპექტივებზე პირდაპირ საუბრობენ - მოგებაზე ლიმიტის დაწესების ან საპენსიო ასაკის გაზრდის საჭიროებაზე, თუმცა, ტრამპს ამ თემებზე წუხილი სასაცილოდ მიაჩნია.

ტრამპს, რომელიც ივნისში 70 წლის გახდება, როგორც ჩანს სჯერა, რომ არასდროს მოკვდება. ახალგაზრდობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე მისი აქცენტები მუდმივად გამაღიზიანებელია. კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას ხშირად პროექტორზე ფოტოს ჩვენებით იწყებს, სადაც, მაგალითად, თავის 34 წლის ქალიშვილ ივანკასთან ერთად ისე პოზირებს, თითქოს წყვილი იყოს („ძალიან კარგი ტანი აქვს“ - უთხრა ერთხელ ტამპმა The View-ს. - „ჩემი ქალიშვილი რომ არ იყოს, ალბათ, ერთმანეთს შევხვდებოდით“). მისი თმა კიდევ ცალკე საკითხია. ტრამპი ჯებ მუშის შემთხვევაში ენერგიის, ხოლო კლინტონის შემთხვევაში ამტანიანობის ნაკლებობაზე საუბრობს, რადგან, როგორც ჩანს, ახალგაზრდობა მისი ერთადერთი რეალური საზომია, თუმცა, როდესაც საქმე მარკო რუბიოზე მიდგება, ტრამპს უჭირს რაიმე მყარი შეურაცხმყოფელი აგუმენტის მოფიქრება.

როგორც ჩანს, ტრამპს არ მოსწონს ის აზრი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ტრადიციას მიეკუთვნება. მისთვის პოპულისტი ხშირად უწოდებიათ და ხშირად უცდია ამ იარლიყის უარყოფა, თუმცა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს თავს არიდებს. „ამბობენ, რომ უკმეხი ვარ - არ ვარ უკმეხი“, - თქვა ტრამპმა და იგივე გაიმეორა სხვა დროსაც. მართალია, ტრამპს ცოტა აქვს საერთო „ჩაის პარტიასთან“ - რესპუბლიკურ დომინანტ პოპულისტურ ჯგუფთან. იგი არ იზიარებს პარტიის იდეოლოგიურ სიმტკიცეს და მის სისტემატურ ანტიელიტიზმს „დაბეგვრისა და ხარჯვის“ პოლიტიკაზე, როგორც ჩანს, აქ უფრო ზომიერია, ვიდრე კრუზი ან რუბიო. ბევრ შემთხვევაში მისი პოზიციით, მთავრობა პირდაპირ ელიტებმა უნდა მართონ. ტრამპი ვაშინგტონს იმას საყვედურობს, რომ ეს უკანასკნელი გამორჩენაზე ორიენტირებულ მომლაპარაკებლებს გზავნის უცხო ქვეყნებში, ნაცვლად მსოფლიოში საუკეთესო მომლაპარაკებლებისა, რომლებიც „ვოლ სტრიტზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან“. საპრეზიდენტო ოფისის ტრამპისეულ ვერსიაში ყველა კრიზისის გადასაჭრელად კარლ აიკანი გვევლინება (Carl Icahn). პოპულიზმის უჩვეულო ფორმაა, არა?

გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პოლიტიკოსები უფრო რადიკალურად პოპულისტები გახდნენ არა მხოლოდ აქ [ამერიკის შეერთებულ შტატებში], არამედ მთელ დასავლეთში. ბოლო ნახევარი დეკადის განმავლობაში ევროპაში ნაციონალისტური პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა: დიდი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის პარტია" (UKIP), მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტი", „დანიის სახალხო პარტია", „თავისუფლების პარტია" ავსტრიაში. ამ გადმოსახედიდან, საერთო მიზეზი, მგონი, გასაგებია: თეთრკანიანი მუშათა კლასის სოციალური სტატუსისა და სტაბილურობის დაკარგვა. ისინი ნაციონალისტური პოპულიზმის მიმდევრები გახდნენ, რომელიც, როგორც ინტუიციით ვხვდებით, კლასიკურ პოლიტიკურ ლიდერობას უარყოფს, რაც ფილოსოფიურ სიცხადეს უფრო უსვამს ხაზს, ვიდრე გამარჯვებას და როგორც ჩანს, ნოსტალგიურად არის განწყობილი ნაციონალური წარსულის მიმართ.

აქ მესამე ძალა არ გვაქვს, თუმცა ანალოგიურ ენერგიას აქაც ვაწყდებით. 2014 წელს დევიდ შლეიერის მიერ წარმოებული გამოკითხვის თანახმად, ევროპაშიც და ჩრდილო ამერიკაშიც იმ პარტიათა მხარდაჭერა გაიზარდა, რომლებიც „ფუნდამენტალიზმით, ან ექსპრესიულობით გამოირჩეოდნენ“ და რომელთა მხარდამჭერებსაც პოლიტიკურ წარმატებასა და კომპრომისზე მეტად იდეოლოგიური სიცხადე აინტერესებდათ. შლერიერის აზრით, საქმე  ამერიკული არჩევნების სპეციფიკურმა სტრუქტურამ გაართულა.

იმის გამო, რომ, ფაქტობრივად, ყველა მესამე ძალა აკრძალულია (მიუხედავად იმისა, რომ ყველას წარდგენა შესაძლებელია), უარყოფა და ნაციონალიზმი „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერობისთვის ბრძოლის გარდა სხვა გზას არ ტოვებს.

ამდენად, „ჩაის პარტია", მთელი თავისი პროპაგანდითა და გარსმოხვეული ინტერესით, შიდა პარტიულ ძალად ჩამოყალიბდა, იმ კამპანიას ემსახურება, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერობას უფრო თვალსაჩინოს გახდის. უკმაყოფილო ამომრჩეველთა მრისხანებამ წარმოქმნა ეს ამბოხი, თუმცა მათ კონსერვატორთა კოალიციის შექმნისა და უმრავლესობით გამარჯვების მიზანი არასდროს ჰქონიათ. მათი პოლიტიკა ექსპრესიული იყო; სურდათ პარტია, რომელიც მათ ხასიათს აირეკლავდა. ისინი, თავიანთი სიბრაზით, ნაციონალიზმითა და მარგინალობით არიან ადამიანები, რომლებმაც ამჟამინდელი სოციალური ცვლილებების ფონზე თავი მიტოვებულად იგრძნეს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ისინი მესამე ძალის მხარდამჭერებად ჩამოყალიბდნენ და მათი რაოდენობის ზრდა ერთგვარად განაპირობა იმ პოპულისტურმა მოძრაობებმა, რომელთა გავლენაც დასავლეთში გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ იზრდება. 

ტრამპი ამავე ენერგიისა და ნაციონალიზმის დინებას მიჰყვება, მაგრამ მისი „თეატრი" განსხვავებულია. მასთან არ არის წამოწეული დამაარსებელი მამების თემა და არაა გამოკვეთილი იდეოლოგიური ხაზი. ტრამპის მთელი საგა იმის აღიარებაა, რომ მისი მომხრეები უკვე აღარ შეადგენენ მხოლოდ გაუნათლებელი თეთრკანიანი მამაკაცების ჯგუფს.

ის „რესპუბლიკელების" პრაიმერიზზე პროფესიონალ პოლიტიკოს მამაკაცებსა და ქალებს შორისაც თითქმის ლიდერობს. „მისი კოალიციის შემადგენლობაში შედიან ულტრამემარჯვენე კონსერვატორები და ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ჩანან „რესპუბლიკელების" რადარებზე“, - წერს Politico-ს რედაქტორი სტატიაში „დონალდ ტრამპის დიდი კარავი“.

ტრამპი რომ არა, შესაძლოა, ამერიკული პოპულიზმი ტედ კრუზის კონსერვატიულ პოლიტიკაში ჩაძირულიყო. მაგრამ, თუ მიყვები იდეას, რომ „ჩაის პარტია“ იყო მესამე ძალის ამბოხი G.O.P.-ის შიგნით, „ტრამპიზმი“ ხდება კომპრომისი გარეშე ძალებსა და მეინსტრიმულ პარტიას შორის. ტრამპის პოლიტიკა არის უარყოფა ნოსტალგიის გარეშე, იდეოლოგიის სიმტკიცის გარეშე, ანტიელიტური პოზის გარეშე. ეს, ზუსტადაც, არ არის პოპულიზმი. ესაა მრისხანების პოლიტიკა ხალხისთვის, ვინც ჯერ მზად არ არის მარგინალ ჯგუფებთან იდენტიფიცირებისთვის.

 

წყარო: The New Yorker

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^