Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

19 იანვარი, 2016 12:14

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დემოკრატიის განვითარებისა და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი თქმით, მარგველაშვილმა პროფესორ ფრენსის ფუკუიამას ჯილდო სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ „ლიდერთა ფორუმის“ დებატებზე გადასცა, რომელიც  დემოკრატიის განვითარების გზებს მიეძღვნა.

„წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავია, ახალი დამოუკიდებლობის, ასე ვიტყოდი, რადგან ჩვენი ერი თითქმის 3000 წლის ისტორიას ითვლის.  წელს ჩვენი ახალი სახელმწიფოს 25 წლის იუბილეა და ნათლად ვხედავთ, რომ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას სისტემისაგან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

ჩვენ დავიწყეთ არსებობა, როგორც ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და ძალიან ბევრია მისაღწევი, რომ გავხდეთ რეალურად თავისუფლები. თავისუფლება გულისხმობს იდენტიფიკაციას საკუთარ ღირებულებებთან, საკუთარ მისწრაფებასთან და გულისხმობს ისეთი სახელმწიფოს შენებას, რომლის ჩამოყალიბებაც ერის არჩევანია.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც, ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი რუსეთის მეზობელი ქვეყნებისათვის. მაგრამ, ეს არის გზა, რომელიც არის ერთი გამოსავალი და  რომელიც შეგვიძლია დემოკრატიული განვითარებით  მივიღოთ, რადგან დემოკრატია ნიშნავს ზუსტად იმავეს, რასაც თავისუფლება - მოუსმინო საკუთარ ხალხს და საკუთარ საზოგადოებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება.

დროდადრო ჩვენი არჩევანი გამოწვევის წინაშე დგება მეზობლების, იმ პრობლემებისა და კონფლიქტების გამო, რომლებიც  ამჯერად კიდევ უფრო რთულდება ჩვენს სამეზობლოში - იქნება ეს კონფლიქტი უკრაინაში, თუ სირთულეები სირიაში. რასაკვირველია, ეს ყოველივე გავლენას ახდენს ჩვენს გზაზე ავაშენოთ წარმატებული, სტაბილური და უსაფრთხო საზოგადოება.

ჩვენი 25-წლიანი გამოცდილების შეჯამებისას, მჯერა, რომ საქართველომ მიაღწია დიდ მიზნებსა და შესანიშნავ შედეგებს.  ქვეყანამ, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ, რომელსაც პრობლემები აქვს იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, მაინც მიაღწია წარმატებულ შედეგებს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზაზე და თითოეული ჩვენგანი ამ გზის განვითარებისა და გაძლიერების ერთგულნი ვართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

2016 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და დიპლომატიური კორპუსი,  სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^