Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: გამორიცხული არაა თალაკვაძეს ვუჩივლოთ, მან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია

19 იანვარი, 2016 14:02

ადვოკატის ინფორმაციით, „საქართველოს ხმის" დამფუძნებელს ბიძინა კუჭავას, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით თავი მოიკლა, აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას. 

როგორც ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კუჭავა აფრიკაში გამგზავრებას ბიზნესთან დაკავშირებით აპირებდა. ადვოკატის ინფორმაციით, გარდა ამისა, არა ერთი საეჭვო გარემოება არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და იგი განზრახ მოკლეს.

ადვოკატის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავასთან სახლიდან გასვლამდე განხორციელდა იგივე ხელწერის ზარი, როგორც 13 იანვარს პროკურორ ვახტანგ ქირიასთან. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, 13 იანვარს ვახტანგ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა სახლიდან, ისევე, როგორც 16 იანვარს ბიძინა კუჭავა. ადვოკატის თქმით, 16 იანვარს კუჭავას სახლიდან გასვლა უკავშირდებოდა მის მიერ დაგეგმილ შეხვედრას ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე. 

ნათია კორკოტაძის განცხადებით, კუჭავას დაკრძალვის შემდეგ ოჯახი აპირებს მიმართოს პროკურატურას და სახელის რეაბილიტაცია მოითხოვოს. ადვოკატმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესაც უჩივლონ სატელევიზიო განცხადებებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მინისტრის მოადგილემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ნათია კორკოტაძის განცხადებით, პროკურატურისგან ოჯახი ასევე მოითხოვს თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი.

„მე შემიძლია დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც სამაგალითო თანამშრომლობა აჩვენა, პოლიციამ, პროკურატურამ და შესაბამისმა სამსახურებმა. გამოძიებით პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი. არსებობს ძალიან სერიოზული გარემოებები და მტკიცებულებები მოპოვებული გამოძიების მიერ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლო კონტაქტი თავის ოჯახთან ჰქონდა 13 იანვარს, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა მკვლელმა კუჭავამ ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია და გასროლებიც სწორედ ამ საათებში განახორციელა. 

„სავარაუდოდ გასროლები სწორედ ამ დროს არის მომხდარი. სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება. ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები და არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით სწორედ ამ ფესხაცმლით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. როცა მანქანაში თვითმკვლელობა განახორციელა, ვნახეთ, რომ მას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით და ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა გითხრათ, რომ კუჭავას სახლიდან ყველა მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში. ცნობილია ასევე, რომ კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც ქვეყნის დატოვების თხოვნით მიმართა. საზღვარგარეთიდან განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ სთხოვეს, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა იუსტიციის სახლთან, როცა განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას. ეს ყველაფერი დასტურდება პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით და საქმეში არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ვერ მოვყვები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^