Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ და გამარჯვებული კონკურსანტების ნამუშევრები

21 იანვარი, 2016 12:00

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015”-ის გამარჯვებულები გამოავლინა.

ნომინაციაში საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში პრიზი ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორმა ზურა ვარდიაშვილმა აიღო სტატიისთვის „სიღარიბის შვილები“.

ნომინაციაში საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, დაჯილდოვდა ანუნა ბუკია „ლიბერალზე“ გამოქვეყნებული ბლოგისთვის „პაციენტის დღიურები“.

საუკეთესო საგამოძიებო ტელე/რადიოსიუჟეტის ნომინაციაში „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტებმა ლია ტოკლიკიშვილმა (თანაავტორი მაია გოგოლაძე) გაიმარჯვა სიუჟეტისთვის „ოქროსთვის შეწირული ქალაქი“

ყველაზე ინფორმაციულ ონლაინ მედიად „ჩაი ხანა“ დასახელდა, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს ნომინაციაში დარო სულაკაურის „ნაადრევმა ქორწინებამ“ გაიმარჯვა.

EUMM-ის ჯილდო მშვიდობის ჟურნალისტიკაში  ნინო ჩიბჩიურმა აიღო სტატიისთვის „ექიმები კონფლიქტის რეგიონში ჯანმრთელობის ხიდებს აშენებენ“.

კონკურსი „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^