საჯარო გამოძიების ცნობით, ყოფილი რუსი ჯაშუშის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ იყო შეკვეთილი.
ლიტვინენკო 43 წლის ასაკში ლონდონში რადიოაქტიული პოლონიუმ-210-ით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩაისთან ერთად მიიღო.
საგამოძიებო ორგანოს თავმჯდომარის, სერ რობერტ ოუენის თქმით, ეს პუტინსა და ლიტვინენკოს შორის არსებული დიდხნიანი მტრობის შედეგს ჰგავს. მოკლული ჯაშუშის მეუღლე კი აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებით კმაყოფილია.
„ინგლისურმა სასამართლომ დაამტკიცა ჩემი ქმრის სიტყვები, რომელიც მან სიკვდილის წინ თქვა და მის მოწამვლაში პუტინი დაადანაშაულა“, - ლიტვინენკოს ქვრივი მიმართავს ბრიტანეთის ხელისუფლებას, გააძევოს რუსული სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები, დააწესონ ეკონომიკური სანქციები და შეუზღუდონ ბრიტანეთში შესვლა კონკრეტულ პირებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს.
წყარო: BBC