BBC-იმ თავის პოპულარულ გადაცემა „პანორამაში“ აჩვენა ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით, „პუტინის საიდუმლო სიმდიდრე“.
ფილმში საუბარია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კორუფციაში ჩართულობასა და კრიმინალებთან კავშირზე. ვლადიმირ პუტინი დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად მსოფლიოში, რომლის ცხოვრების სტილი საუდის არაბეთის პრინცების ცხოვრებასთანაა შედარებული.
გადაცემა „პანორამის“ წამყვანმა პუტინის ქონებას „რუსეთის მთავარი საიდუმლო“ უწოდა. ფილმში ვლადიმირ პუტინის კორუფციულ კავშირზე ოფიციალურად განაცხადა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, ადამ შუბინმა, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში სანქციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მან აღნიშნა, რომ რუსეთს პრეზიდენტის წლიური ხელფასი, 110 ათასი დოლარი, არ ასახავს მისი ქონების რეალურ მდგომარეობას.
რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი სტანისლავ ბელკოვსკი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ქონება 40 მლრდ დოლარს შეადგენს. ფილმში, ასევე საუბრობენ პუტინის კორუფციულ გარიგებებზე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ასევე მეგობრებზე, რომლებიც თითქოსდა მან გაამდიდრა - როტენბერგი, ტიმჩენკო, აბრამოვიჩი, სეჩინა, მილერი და სხვები. ფილმის ავტორები ყურადღებას ამახვილებდნენ სასახლეებსა და იახტებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, პუტინს ეკუთვნის.
წყარო: „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო