რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოში პანკისის ხეობას თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.
„მოგვდის ინფორმაცია, რომ ISIS-ის წვერები ამ რთულად მისაღწევ ტერიტორიას საწვრთნელად, დასასვენებლად და მარაგის შესავსებად იყენებენ“, - თქვა ლავროვმა. მანვე ასევე აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში დაუკავებიათ ტერორისტები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“.