Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

The Washington Post: შესაძლოა, პუტინი საქართველოს გადაბირებას იწყებს

26 იანვარი, 2016 18:36

„დგას საქართველო კრემლის მიერ შთაგონებული პოლიტიკის ზღვარზე? არა, თუმცა არც ისაა ფანტასტიკის სფერო, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა იზრდება" - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც The Washington Post-ში მაიკლ ჩეჩირეს ავტორობით აქვეყნებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა სენტიმენტალიზმი იზრდება და დიდია ალბათობა, რომ რუსეთის გავლენაც გაიზრდება.

„ბალტიის ქვეყნების შემდეგ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ალბათ, ყველაზე სტაბილური და დემოკრატიულია და, სავარაუდოდ, უკანასკნელი იმედი რეგიონში, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა პოლიტიკურ სტაგნაციასა და რეგრესს", - წერს ავტორი.

ჩეჩირე პრორუსული განწყობის ერთ-ერთ საზომად 2014 წლის [ადგილობრივ] არჩევნებში პრორუსული პარტიებისთვის მიცემულ ხმებს, მთლიანობაში 20%-ს ასახელებს და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული ოპოზიციისა" და „პატრიოტთა ალიანსის"  მიერ დაგროვილ ხმებზე მიუთითებს.

იგი მონაცემებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ადარებს, როცა ანტიდასავლურმა პარტიებმა ხმათა მხოლოდ 13% მიიღეს.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წლების განმავლობაში პრორუსული პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა", - წერს ჩეჩირე.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს პრორუსული სენტიმენტალიზმი დაბალი იყო, რადგან რუსეთის მხარდაჭერა სახიფათო იყო. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამუდმებით ირწმუნებოდა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია მალე და უმტკივნეულოდ მოხდებოდა, თუმცა თანდათან უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველოს ევროკავშირსა თუ NATO-ში მალე გაწევრიანება არ უწერია, მიუხედავად, საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა. ამ იმედის მიმართ საზოგადოებაში უიმედობის ზრდა „ევრაზიული კავშირის", როგორც ალტერნატივის, მხარდაჭერას უკავშირდება", - წერს ავტორი. 

ჩეჩირეს თქმით, „ქართული ოცნება" პროდასავლურია და ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დიპლომატიური კავშირების თვალსაზრისით ფართოვდება, თუმცა ეს მიღწევები მოსახლეობას სათანადოდ ვერ მიაწოდა. 

„სავარაუდოდ, მოსახლეობის უმეტესობას „ევრაზიულ კავშირში" გაერთიანებას ევროპასთან ინტეგრაცია ურჩევნია, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერიოდში, „ევრაზიულ კავშირს" მეტის გაკეთება შეუძლია სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უბრალო მოქალაქეების ჯიბეების შესავსებად. მაგალითად, 2013 წელს რუსეთთან ვაჭრობის განახლებამ ქართული სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად გაზარდა. უმეტესობა ევროპასთან ინტეგრაციას უფრო უჭერს მხარს, ვიდრე „ევრაზიულ კავშირთან", თუმცა ევროპაში ინტეგრაცია ბევრს შორეულ ოცნებად ესახება, როცა „ევრაზიულ კავშირთან" მოლაპარაკება, ალბათ, ხვალაც არის შესაძლებელი", - ვკითხულობთ სტატიაში. 

ავტორის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის არჩევნებში პრორუსულმა პარტიებმა პროდასავლურებს სძლიონ, მაგრამ შესაძლოა, იმდენი ადგილი მოიპოვონ, რომ პროდასავლური კონსენსუსის შესუსტება შეძლონ, ან, „ქართული ოცნებისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირების ფონზე შეძლონ გაფართოება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^