Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლია გიგაური: გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო პროცესი კიდევ 15 სკოლაში შეწყდა

27 იანვარი, 2016 12:08

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა.

რაც შეეხება დიდთოვლობის გამო, რეგიონებში სასწავლო პროცესის შეჩერებას, გიგაურის განცხადებით, აქ პოზიტიური დინამიკაა და 4 სკოლაში, ქედის რაიონში დღეს უკვე აღდგენილია სასწავლო პროცესი. 

„სხვა რაიონებში დამატებით მსგავსი პრობლემები არ გამოვლენილა, ამიტომ მეტეოროლოგიური პირობების გამო, 204 სკოლის ნაცვლად რეგიონებში დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება 200 სკოლაში", - განაცხადა გიგაურმა. 

მისივე თქმით, სწავლის პროცესი მინისტრის ბრძანებით, დასახელებულ სკოლებში 3 დღით შეჩერდა. თუ როდის მოხდება აღდგენა, ლია გიგაურის განმარტებით, ეს სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, შაბათი დღეების ხარჯზე. 

როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, დიდთოვლობის გამო, 204 სკოლაში იყო სწავლის პროცესი შეჩერებული, მათგან 4 სკოლაში პროცესი განახლდა, ხოლო მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის 20%-ზე მეტი რაოდენობის გამო სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო 180 სკოლაში და დღეის მონაცემებით მას კიდევ 15 სკოლა დაემატა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^