Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვირუსი „ზიკა", რომლის გამოც ბავშვები ტვინის დაზიანებით იბადებიან, ევროპაშიც აღინიშნა

27 იანვარი, 2016 13:57

დანიელ მამაკაცს, რომელიც მექსიკასა და ბრაზილიაში მოგზაურობიდან დაბრუნდა, ვირუსი „ზიკა" აღმოაჩნდა, - დანიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საგანგაშო არაა და მალე გამოჯანმრთელდება.

ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის, ბრაზილიაში გავრცელდა და მის გამო ბავშვები ტვინის დაზიანებით იბადებიან - ბავშვები არაბუნებრივად პატარა თავებით იბადებიან. დაავადებულთა 80%-ს არავითარი სიმპტომი არ აღენიშნება, რაც გადადების შანსს ერთი-ორად ზრდის, მათ შორის, ორსულ ქალებში. იმის გამო, რომ ვირუსის წინააღმდეგ, ჯერჯერობით, ვაქცინა არ არსებობს, კოლუმბიასა და ბრაზილიაში ჯანდაცვის სამინისტროები ქალებს დაორსულებისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევენ.

„ზიკას" გავრცელება მოსალოდნელი არაა ცივ ქვეყნებში, სადაც კოღოების გამრავლებისთვის შესაბამისი პირობები არაა.  ვირუსი პირველად 1947 წელს უგანდაში გაჩნდა, თუმცა 2014 წლამდე სხვა ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.

 

წყარო: Euronews

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^