Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

The Guardian: მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას კაცობრიობისთვის იმედი და საფრთხე მოაქვს

27 იანვარი, 2016 16:47

სანამ ბაზარი ახალ ბიძგს იგრძნობდა, იგეგმებოდა, რომ 2016 წელს დავოსის ფორუმს ჭკვიანი მანქანების ახალ ეპოქაში კაცობრიობის გადარჩენის გამოწვევებისთვის უნდა ეპასუხა, თუმცა საბაზრო ფასების ვარდნა-მატებამ გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა დაჩრდილა. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მოდის და მოსალოდნელია, რომ მისი ეფექტიც ისეთივე დიდი იქნება, როგორც წინამორბედი სამის.

პირველმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ორთქლის ძალის გამოყენებით კუნთი მანქანით ჩაანაცვლა. მეორეს ელექტროენერგია და მე-19 საუკუნიდან მოყოლებული გამოგონებათა ტალღა, მათ შორის - შიგაწვის ძრავა, თვითმფრინავი და კინოსურათების ამოძრავება მოჰყვა. მესამე რევოლუცია 1960-იან წლებში დაიწყო და მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიაზე, პერსონალურ კომპიუტერებსა და ინტერნეტის განვითარებაზე იყო დაფუძნებული. მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას ინოვაციათა ახალი ტალღა შექმნის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: თვითმავალი მანქანები, ჭკვიანი რობოტები, მსუბუქი და გამძლე მასალები, 3D-ში ბეჭდვის ტექნოლოგია.

სამწუხაროა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქციათა ფასების დაცემამ და ნავთობის ფასმა დაჩრდილა, რადგან მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გავლენას მაშინაც ვიგრძნობთ, როცა ინვესტორები ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების საკითხზე აღარ იდარდებენ.

ნაწილობრივ, დავოსი კარგი ფორუმი აღმოჩნდა, რადგან ტექნოლოგიის სფეროს, ბიზნესმენ და პოლიტიკოს ლიდერებს მოუყარა თავი იმ შედეგების გასაანალიზებლად, რომლებიც მრავალფეროვანი ეკონომიკის პირობებში გველის. მაგალითად, მალე ყველანაირ მუშახელს ჭკვიანი მანქანები სრულად ჩაანაცვლებს - ბუღალტრებსა და ამანათის მიმტან მძღოლებს, უძრავი ქონების აგენტებსა და სადაზღვევო პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, აშშ-ში სამუშაო ადგილების 47%-ს ავტომატიზაცია ემუქრება.

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ 4 მითი არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ის ისეთ გავლენას ვერ მოახდენს, რაც წინამორბედმა რევოლუციებმა შეძლო, განსაკუთრებით კი იმ გარღვევამ, რომელიც მეორე ინდუსტრიულ რევოლუციას ახლდა. ტექნოლოგიური ცვლილების შედეგის დასანახად ყოველთვის დრო იყო საჭირო და ზოგიერთი თანამედროვე ინოვაცია ახლა ჩანასახოვან ეტაპზეა. ჯერ ძალიან ადრეა იმის მტკიცება, რომ მანქანა ან საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ადამიანის გენომისა და სინთეტიკური ბიოლოგიის სინთეზი.

მეორე მითი ის არის, რომ პროცესი პრობლემების გარეშე ჩაივლის, ვინაიდან მიწოდებას ბაზარი დაარეგულირებს. ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება მოსაზრება, თითქოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციით შექმნილი სიმდიდრე ღარიბს გადაეცემა, სამსახურიდან დათხოვილი მუშახელი კი სხვა სამსახურს იპოვის, სადაც ანალოგიურად კარგად გადაუხდიან.

აშკარაა, რომ მოსალოდნელი ცვლილებების ყველა სიკეთე პატარა ელიტურ ჯგუფში კონცენტრირდება, რაც უთანასწორობას კიდევ უფრო გაზრდის.

სწორედ ეს საკითხი განიხილა დავოსზე შვედურმა ბანკმა - UBS. მისი ანგარიშის მიხედვით, მუშახელის საქმიანობის ავტომატიზებითა და ამ ტენდენციის საშუალო კლასის სამუშაოზე განვრცობით სამუშაო ძალის პოლარიზაცია მოხდება.

ანალოგიური არგუმენტი მოჰყავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე კლაუს შვაბსაც წიგნში, რომელიც მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას ეხება და რომელიც წლევანდელ ფორუმზე ყველა დელეგატს დაურიგეს.

შვაბი 1990 წლის დეტროიტს 2014 წლის სილიკონ ველის ადარებს. 1990 წელს დეტროიტში სამ ყველაზე მსხვილ კომპანიას 36 მლრდ დოლარის კაპიტალი ჰქონდა, 250 მლნ-იანი შემოსავლითა და 1,2 მლნ მუშახელით. 2014 წელს სილიკონ ველიში სამ უმსხვილეს კომპანიას მნიშვნელოვნად მეტი კაპიტალი (1,09 ტრილიონი დოლარი) ჰქონდა თითქმის ანალოგიური შემოსავლით (247 მლრდ დოლარი), თუმცა დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები მუშახელით (137 000 ადამიანი).

დღეს ნაკლები მუშახელით უფრო ადვილია ფულის კეთება, ვიდრე მეოთხედი საუკუნის წინ. საავტომობილო კომპანიის შექმნა და ამუშავება ძვირადღირებული ბიზნესი იყო, რომელსაც ბევრი მუშახელი სჭირდებოდა. კომპანიას, რომელიც მობილურ აპლიკაციებს ამზადებს, ნაკლები კაპიტალი სჭირდება და არც საწყობისა და ტრანსპორტირების ხარჯის გაწევა უწევს, საავტომობილო კომპანიისგან განსხვავებით. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად დამატებითი ხარჯიც თითქმის აღარ აქვს. ეკონომიკის ენაზე რომ ვთქვათ, ერთეულის ხარჯის ღირებულება ნულდება, შემოსავალი კი მატულობს. სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ მდიდრდებიან ტექნოლოგიის სფეროში ადრეულ ასაკში.

ტექნოლოგიური ცვლილება ყოველთვის ინოვაციური იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში. ინდუსტრიალიზაციის პირველმა ტალღამ შემოსავლებისა და დოვლათის პოლარიზებით პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი 1850-1950 წლებში: დემოკრატიის გავრცელება, ახალი სავაჭრო კავშირები, სოციალური უსაფრთხოების ქსელებისა და საგადასახადო სისტემის განვითარება. ამან მომხმარებელთა სასარგებლოდ უფრო დიდი ბაზრების შექმნას შეუწყო ხელი, რაც მეორე ინდუსტრიული რევოლუციით დაგვირგვინდა: ტელევიზორებით, რადიოთი, მტვერსასრუტითა და ა.შ.

თუმცა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში თავდასხმის ობიექტად იქცა პოლიტიკური მოდელი, რომელიც ტექნოლოგიის გავრცელებასაც უწყობდა ხელს და მის ეფექტსაც ანეიტრალებდა. საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვა შესუსტდა, გაიზარდა ხანგრძლივი უმუშევრობის მაჩვენებელი, იზრდება გადასახადები, პოლიტიკაში კი ისინი დომინირებენ, რომელთაც ყველაზე სქელი ჯიბე აქვთ.

UNI-ს გლობალური კავშირის გენერალური მდივანი ფილიპ ჯენინგსი ამბობს: „დემოკრატიული ზრდისთვის კარგი მმართველობაა საჭირო, რაც საჯარო პოლიტიკის განხილვას საჭიროებს. არსებობს შესაძლებლობა, ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ტექნოლოგია გამოვიყენოთ - კომუნიკაციით, განათლებით, ჯანდაცვით. ამის არ უნდა გვეშინოდეს“.

არსებობს კიდევ ერთი მითი, რომ ხელოვნური ინტელექტითა და ჭკვიანი რობოტებით წარმოდგენილი ეკონომიკის სიკეთეების გადანაწილებით, ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება და ადამიანებს მეტი თავისუფალი დრო ექნებათ, როცა ყველა საქმეს მანქანები შეასრულებენ.

თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ეს  ამბის მხოლოდ ერთი მხარეა. დავოსზე პირველი ვიზიტის ფარგლებში, კანტერბერიის არქიეპისკოპოსმა  განაცხადა, რომ მოსალოდნელ ცვლილებებს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სულიერების მხრიდანაც უნდა შევხედოთ. „ეს მხოლოდ ფულს არ ეხება, საქმე ის არის, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი“, - თქვა ჯასტინ ვიბლიმ.

შვაბი ამბობს: „ცვლილებები იმდენად დიდია, რომ კაცობრიობის ისტორიის გადმოსახედიდან, უფრო იმედისმომცემი თუ პოტენციურად საშიში პერიოდის მოლოდინი აქამდე არ ყოფილა. მე ის მაღელვებს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად ტრადიციულად, სწორხაზოვნად აზროვნებენ და ჩვენს მომავალზე გავლენის მქონე ინოვაციის ძალაზე ფიქრით არიან გარემოცულნი“.

იგი მართალია, თუმცა ამის უფრო მატივი ენით თქმაც შეიძლება: ინოვაციური ტექნოლოგიის პირისპირ თანამედროვე პოლიტიკური ჩარჩო უკვე შეუსაბამოა მისი მიზნისთვის და ეს ნაკლოვანებები პოტენციურად ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს არა მხოლოდ შვაბსა თუ კანტერბერიის არქიეპისკოპოსს, არამედ ვოლ სტრიტის ინვესტორებსა და სილიკონ ველის ტექნოლოგიის სფეროს მილიარდერებსაც უნდა ადარდებდეთ.

თარგმანი: წყარო -  The Guardian

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^