Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Human Rights Watch საბი ბერიანის მკვლელობისა და „რუსთავი 2-ის“ საქმეებზე

27 იანვარი, 2016 17:15

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უმეტესობამ, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, შეშფოთება გამოთქვა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, - Human Rights Watch 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში, მედიის თავისუფლების ნაწილში დეტალურადაა განხილული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავა და შეშფოთება ხელისუფლების მედიაში ჩარევასთან დაკავშირებით. ასევე მოხსენიებულია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ პოლიტიკური ტოქშოუების შეჩერება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ერთი ტოქშოუს წამყვანი და მეორის თანაწამყვანი, ინგა გრიგოლია, ამ გადაწყვეტილებაში ხელისუფლების როლზე საუბრობდა.

Human Rights Watch-ის ანგარიშში საუბარია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მომხდარ დანაშაულებზე. ნახსენებია 2013 წლის 17 მაისის აქციის ჩაშლაში ბრალდებული მღვდლისა და კიდევ სამი ადამიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი და ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისათვის განზრახ მკვლელობის მუხლის მოხსნა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^