Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხიდაშელი ჰააგის სასამართლოზე: გაოცებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა

28 იანვარი, 2016 13:39

„გაოცებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც პროკურორ ფატუ ბენსუდას მისცეს ნებართვა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

„იმედი მაქვს, ეს არის წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის თავის გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმება ქართული და ე.წ.სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„2015 წლის 13 ოქტომბერს ოფისმა გამოძიებაზე ავტორიზაცია მოითხოვა, რის შედეგადაც, წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში, საქართველოში 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული მოვლენების ანალიზი ჩატარდა, ინფორმაცია შეგროვდა სავარაუდო დანაშაულების შესახებ, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ სამ მხარეს - საქართველოს შეიარაღებული ძალებს, სამხრეთ ოსეთის ძალებისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკავშირდება", - ნათქვამია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაში. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორია და საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^