Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე: მე-4 უბანზე ერთმანეთს ენმ-ს კოორდინატორები დაუპირისპირდნენ

28 იანვარი, 2016 13:53

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში, მე-4 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები დაუპირისპირდნენ. 

კობახიძე „ტაბულასთან" საუბარში ამბობს, რომ არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებზე ინფორმაცია არ აქვთ.

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე, მე-4 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ მოქალაქეთა ჯგუფს არჩევნების ჩაშლის მცდელობა ჰქონდა.

„დადის ჯგუფი და აწყობს პროვოკაციებს. წინა არჩევნებში ორივე უბანზე ჩვენ გვაქვს მოგებული და როგორც ჩანს, აქვთ დავალება, რომ ჩაშალონ არჩევნები. სრულიად ცხადია, რომ მოდიან და შლიან. მეექვსე უბანზეც იყვნენ და მცდელობა ჰქონდათ, ჩაეშალათ პროცესი, თავს დასხმოდნენ ჩვენს მხარდამჭერებს" - ამბობს რატიანი. 

დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ცესკოში კენჭისყრის პროცესის შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

„საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს,“  - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^