Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურა წარადგინეს

28 იანვარი, 2016 16:50

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურა წარადგინა. 

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურას დღეს წარუდგენენ.

ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი პიროვნებაა და რომ ის ბუნებით რეფორმატორი და ნოვატორია, შეუძლია მართლმსაჯულების სისტემაში ახალი და ჯანსაღი სისხლი შეიტანოს და აქტიური როლი შეასრულოს ქართული სასამართლო სისტემის განვითარებაში.

„აღვნიშნავ, რომ ბატონი ყანდაშვილის აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა მოახდენს სასამართლო სისტემაში ახალი და ენერგიული, კვალიფიციური და რეფორმატორული სულისკვეთების გაჩენას და ხელს შეუწყობს არსებული სასამართლო სისტემის რეფორმირების პრაქტიკულ მხარეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე საჭიროდ და აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ერთდროულად პროფესიონალი, მართვის უნარებით, ეფექტური მმართველობითი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი პიროვნებები წარდგენილ იქნენ სასამართლო სისტემაში.

ჩვენ, ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო კადრს ვთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტს!
გვაქვს იმედი, მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი გაითვალისწინებს იურიდიული პროფესიის რჩევას და მხარს დაუჭერს რა ჩვენს მიერ ნომინირებულ ღირსეულ კანდიდატს, მოახდენს ირაკლი ყანდაშვილის წარდგინებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

პრესკონფერენციაზე ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. კანდიდატმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმების ქვაკუთხედი ინდივიდუალური მოსამართლის როლის დამოუკიდებლობის გაძლიერება უნდა იყოს.

„ირაკლი ყანდაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი, მას გააჩნია 11-წლიანი წარმატებული საადვოკატო საქმიანობა. ირაკლი ყანდაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ,,ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების საბჭოს (CCBE) განათლების კომიტეტში. არის ავტორი 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის სხვადასხვა ენებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^