
"გულმა თქვენსკენ გამომიწია, მაგრამ მარტო არ ჩამოვედი, ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები, რადგან მათაც მინდა ვაჩვენო ის მხარე, ის ხალხი, რომლითაც ყველანი ვამაყობთ. ის შრომისმოყვარეობა, ის ურთიერთობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელსაც ჩვენ აქ ვაჩვენებთ, რომელიც საამაყო გვაქვს არა მხოლოდ ქართველობაში, მთელს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი წარმომადგენელი პანკისის ხეობაში ბევრ პროექტს ახორციელებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ქვეყნის პირველმა პირმა პანკისის მცხოვრებ თამარ თურქოშვილს ქართული საზოგადოებისა და პანკისის ხეობისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ღირსების ორდენი გადასცა.