გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელი გახდა. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა წილში ცვლილება რეესტრში დღეს მოხდა.
სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს („უცნობს") გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.
აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები ასე გადანაწილდა: მამუკა ღლონტი -15% ეკატერინე აკობია - 5 %, გიორგი გაჩეჩილაძე - 55% და მაკა ასათიანი - 25 %;