Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაია გადაბაძის განცხადება - „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა უფლებამოსილება შეიჩერა

02 თებერვალი, 2016 15:29

„რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც, ბუნებრივია არანაირ ბიზნესლოგიკაში არ ჯდება“, - ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ რამდენიმე წუთის წინ „მაესტროს“ ეთერში საგანგებო განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, განვითარებული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც ის არ აპირებს ტელეკომპანია „მაესტროში“ მუშაობას და პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებას იჩერებს.

„ტელეკომპანია „მაესტროს“ მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. კომპანია, რომელსაც აქვს 50-მილიონიანი ვალი, კომერციული თვალსაზრისით, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს ტელევიზია „მაესტროს“, არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც ეფექტიანი მენეჯმენტისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით, მას ქართულ ტელებაზარზე გამოარჩევდა. ჩვენ ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები იყვნენ. დღეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისათვის ღირებულებებს ძალიან კონკრეტული ფასი ჰქონია. წილის გამყიდველების, ბატონების - ჩიკვაიძისა და ებრალიძის ერთი პროცენტი არის მინუს 460 ათასი ლარი დაახლოებით. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო მაკა ასათიანი“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ბაია გადაბაძის გადადგომის საკითხის განხილვა გია გაჩეჩილაძემ მოითხოვა. მან დამფუძნებელთა კრებაზე ამ საკითხის დაყენება წერილობით მოითხოვა. კრება ხუთშაბათს არის დანიშნული.

გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელი გუშინ გახდა. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა წილში ცვლილება რეესტრში გუშინ აისახა.

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს („უცნობს") გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები ასე გადანაწილდა: მამუკა ღლონტი -15% ეკატერინე აკობია - 5 %, გიორგი გაჩეჩილაძე - 55% და მაკა ასათიანი - 25 %;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^