Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერძენიშვილი ჯაჭვლიანის კანონპროექტზე: პარლამენტში ლიბერალები უმცირესობაში ვართ

02 თებერვალი, 2016 17:24

„მე არ დავუჭერ მხარს ამ კანონპროექტს, მაგრამ არ მიკვირს სხვების პოზიცია“, - „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ლიბერალთან“ სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია.  რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.

ბერძენიშვილის თქმით, კანონპროექტს პარლამენტის ლიბერალი წევრები არ დაუჭერენ მხარს. მათში პარლამენტარი გულისხმობს არა მარტო რესპუბლიკელებს, არამედ თავისუფალ დემოკრატებს და ასევე დანარჩენ საპარლამენტო ოპოზიციას.

„პირადად მე ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ და გავა თუ არ გავა, მაგას ვერ ვიტყვი. მაგრამ ვინ არ დაუჭერს მხარს, ეგ ვიცი. ეს არ არის დემოკრატიული. იქნება განხილვა და მოგვიწევს ამაზე კონკრეტულად ლაპარაკი. მაგრამ ის, რომ კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, ამაში გასაკვირი არაფერი არაა. ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი პარლამენტში მარტო 2 პარტიაა და ისინი რაოდენობრივად უმრავლესობაში არ არიან . ჩვენ ვართ კოალიციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩვენი იდეოლოგიისაა. იმათ ბავშვობიდან აქვთ გამოცხადებული, რომ კონსერვატორები არიან და სხვანაირად უყურებენ ამ საკითხებს“, - უთხრა „ლიბერალს“ ბერძენიშვილმა.

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ. 

ცვლილებებს მხარი კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ.

ეკა ბესელიას თქმით, მეორე მოსმენაზე ფორმულირებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს .

კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^