დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება, - გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„2 და 3 თებერვალს განხორიცელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.
სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი კვლავ პერმანენტულად განხორიცდება. სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც მოსწავლეთა დაავადების შემცირების აუცილებელი პირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული სკოლებია: ქალაქ თბილისის №81 საჯარო სკოლა, ქალაქ თბილისის №152 საჯარო სკოლა, ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის №112 საჯარო სკოლა, ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა და აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლა.