Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანიკიძე პრეზიდენტს საყვედურობს, რომ გამოსვლაში ზვიად გამსახურდია არ ახსენა

03 თებერვალი, 2016 18:04

„მოგვწონს ვინმეს, თუ არ მოგვწონს, ჰქონდა თუ არა მას შეცდომები, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სოლისტი, მედროშე, არის ზვიად გამსახურდია“, - „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მარგველაშვილს ზვიად გამსახურდიას ხსენება გამორჩა.

„თქვენ, როცა სიტყვით გამოდიოდით, ახსენეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ამასთან დაკავშირებით, თქვენ ახსენეთ 2 ისტორიული პიროვნება, ორი მოღვაწე, ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია. არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ შეგნებულად გამოგრჩათ ზვიად გამსახურდია. მოკლე მეხსიერებამ ჩვენ ბევრჯერ წაგვაგებინა. ზვიად გამსახურდია არ არის ის პერსონა, რომელიც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავივიწყოთ. აბსოლუტური და უნივერსალური პიროვნებები ისტორიამ არ იცის. არსებობს უნივერსალური იდეები“, - მიმართა პრეზიდენტს გუბაზ სანიკიძემ.

მისი თქმით, ეს არაა შენიშვნა და უბრალოდ შეხსენებაა. 

„1000 წლის შემდეგ ქართველ ბავშვს რომ ჰკითხონ, ვინ მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ისინი იტყვიან, რომ ეს ზვიად გამსახურდია იყო“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^