
„პირიქით, მეტი უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტს. ბოდიში იმან უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე“, - „ქართული ოცნება - მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე თავისი განცხადების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
გოგი თოფაძემ ჟურნალისტები ქუთაისის პარლამენტში საკუთარი კაბინეტიდან გააძევა.მისი თქმით, ის კომენტარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში გააკეთებს, დანარჩენ შემთხვევაში კი ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.
„პირდაპირი ეთერის გარდა კომენტარს არსად არ გავაკეთებ. „რუსთავი 2-ს“ კი საერთოდ პატივს არ ვცემ“, - აღნიშნა გოგი თოფაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.
„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.
„ლიბერალის“ რედაქცია გოგი თოფაძის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და ემიჯნება მას.