Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხიდაშელი: მეგონა, თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი

04 თებერვალი, 2016 12:46

„მეგონა, რომ ის უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი, რადგან, ყველას გვახსოვს, მან ეს განცხადება ერთხელ უკვე გააკეთა“, - გოგი თოფაძის მიერ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას თავდაცვის მინისტრი ეხმაურება.

თინა ხიდაშელმა შეფასება დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

„აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის განცხადებები, რომელიც მისგან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდა ისეთი თემაა, რომელსაც ვერავის დაავალდებულებ. ადამიანს ან გაქვს განცდა, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ან არა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. 

„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.

„ლიბერალის“ რედაქცია გოგი თოფაძის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და ემიჯნება მას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^