Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი ჯაჭვლიანის კანონპროექტზე: გამოხატვის თავისუფლებას აქვს ზღვარი

04 თებერვალი, 2016 12:59

„გამოხატვის თავისუფლება არის წამყვანი ღირებულება ამ შემთხვევაში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე, რომ გამოხატვის თავისუფლებას აქვს ზღვარი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე განაცხადა.

„გამოხატვის თავისუფლებას აქვს ზღვარი, მეორე მხარეს შეიძლება იდგეს, მაგალითად, შეკრების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, სხვა თავისუფლებები და აქედან გამომდინარე, თავისუფლებები არასდროს არ უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან კონფლიქტში“, - ამბობს წულუკიანი.

როგორც მან აღნიშნა, თუ გავითვალისწინებთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს, ასეთი კანონი ყველა ქვეყანაში არსებობს, „ის ფორმულირება, რა ფორმულირებაც პროექტში ვნახეთ, ამ ეტაპზე არც მიზანშეწონილია და არც შეესაბამება სტრასბურგის პრეცედენტულ სამართალს“.

„როგორც ვიცი ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გასცა ნაწილობრივ  უარყოფითი დასკვნა, მათ თქვეს, რომ პრინციპს ეთანხმებიან, მაგრამ ფორმულირება იქნა უარყოფილი. მე ადამიანის უფლებათა კომიტეტს ფორმულირების უარყოფის ნაწილში ვეთანხმები“, - აღნიშნა მინისტრმა.

წულუკიანი თქმით, მისი პირადი აზრით, ამისთვის კანონი არ უნდა გვჭირდებოდეს და ერთმანეთის თავისუფლებებს კანონის გარეშე უნდა ვცემდეთ პატივს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია.  რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^