Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა აბაშიძე: გოგი თოფაძემ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა

04 თებერვალი, 2016 15:48

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის განცხადებით, კარგია, რომ გოგი თოფაძემ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი და ბოდიში სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმაც უნდა მოიხადონ.

„მთლიანობაში რომ გითხრათ, ის, რომ გამოვიდა და ბოდიში მოიხადა წერილობითი ფორმით, ცხადია, კარგია, მაგრამ უფრო მეტსაც გეტყვით, გოგი თოფაძის გამოსვლაზე ბოდიშს არ უნდა იხდიდეს მარტო თვითონ, ეგაა მთავარი. სადაა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იქვე იჯდა და არ შეაჩერა  ან იქვე არ გააკეთა კომენტარი ამ უმსგავსობაზე. ასე რომ, მარტო გოგის პრობლემა ეს არაა, ყველა პოლიტიკურმა ფიგურამ, მინისტრები იქნებიან ეს თუ პრემიერ-მინისტრი, უნდა მოიხადონ ბოდიში", - ამბობს ანა აბაშიძე.

აბაშიძის ინფორმაციით, მშობლების მხრიდან იქმნება მემორანდუმი, რომლითაც მოუწოდებენ, რომ პოლიტიკოსებმა ასეთი არაეთიკური გამოთქმებისგან თავი შეიკავონ. აბაშიძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტი ხელს მოაწერს აღნიშნულ მემორანდუმს, რითაც აღიარებს, რომ საქართველოს პარლამენტის ღირებულება არის არა ადამიანების დისკრიმინაცია, არამედ მათი უფლებების დაცვა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ ბოდიში წერილობით მოიხადა იმ განცხადებაზე, რაც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ გააკეთა.

გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. 

„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^