იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „საჯაროო რეესტრის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებით, მოქალაქეები საკუთრებას არ დაკარგავენ. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროში შემუშავებულია ხედვა, თუ როგორ უნდა წაახალისონ მოქალაქეები, რომელთაც საბუთი არ აქვთ, თუმცა მიწა ფაქტობრივად მათია მრავალი თაობის განმავლობაში.
„[შევიმუშავეთ ხედვა], როგორ უნდა დავეხმაროთ, რომ ეს საბუთები მოიძიონ, როგორ უნდა მუშაობდეს თითოეული მიწის ამზომველი, რადგან დღეს ქვეყანაში ამზომველების პრობლემაც გვაქვს. არიან ამზომველები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საქმე, რის შედეგადაც მოქალაქეებს სასამართლოში უხდებათ სიარული" - ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, მიწის რეგისტრაცია უფრო ადვილი და სანდო უნდა გახდეს.
„საჯარო რეესტრის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირდება მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად არ არის რეგისტრირებული.