Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობლები მოვითხოვთ, დამთავრდეს სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო პირების მხრიდან

05 თებერვალი, 2016 15:06

კავშირი „ჩვენი ბავშვები“ გოგი თოფაძის დისკრიმინაციულ გამონათქვამსა და შემდეგ რეაქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს სიძულვილის ენის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს:

„მიუღებელი და უსიამოვნო სარჩული დაედო ჩვენს პროტესტს. ადამინებისა, რომლებიც ვიცავთ საკუთარი შვილების და ჩვენი ოჯახების უფლებებს, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარი სიძულვილის ენას. ვაპროტესტებთ ნებისმიერი საჯარო პირის მხრიდან დამაკნინებელ კონტექსტში გაჟღერებულ ადამიანის მდგომარეობას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ქვეყანა რომელმაც აღიარა გაეროს შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა კონვენცია, პარტლამენტი, სადაც მოხდა ამ კონვენციის რატიფიცირება არ უნდა უშვებდებს მსგავს შემთხვევებს. ადგილი, სადაც ადამიანის უფლებებზე უნდა მსჯელობდნენ და კანონში ცვლილებები შეჰქონდეთ, არ უნდა ტირაჟირებდეს მსგავს დამოკიდებელებებს. მხოლოდ ესაა ჩვენი მოთხოვნა, ეს გვინდა მხოლოდ პარლამენტარისგან, არ აქვს მნიშვნელობა თოფაძე თუ სხვა, სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ მისგან მობოდიშება.

მან როგორც პარლამენტარმა და საზოგადოებასთან ანგრიშვალდებულმა პირმა მაგალითი უნდა მისცეს ხალხს. გუშინ საღამოს განვითრებულმა მოვლენება, ძალიან ცუდი ელფერი მისცა ყველაფერს და გვაბრალებენ მართულობას. მოგიწოდებთ მედია საშუალებებს, დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ საკითხს. კარგად დაფიქრდეთ თემის გაშუქების დროს. ჩვენ მოვითხოვთ ერთადერთს, რომ დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოყენება, განსაკუთრებით საჯარო პირების მხრიდან. ჩვენ, როგორც რიგითი მშობლები და მშობელთა კავშირის წარმომადგენლები ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამთ, მხოლოდ ამ ეტაპზე, თემას დახურულად ვაცხადებთ და აღარ ვერთვებით არასასურველი მიმართულებით განვითარებულ მოვლენებში.
ჩვენ უკვე მრავალი წელია ვიცავთ ჩვენი შვილების უფლებებს და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საზოგადოების, სპეციალისტებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლებას. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი სიტუაციები ეტაპობრივად დასრულდება ჩვენს ქვეყანაში და სიძულვილის ენა დარჩება წარსულში", -  წერია „ჩვენი ბავშვების“ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^