Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღლონტი: არ ვაპირებ, ვინმეს დავუთმო სახელწოდება „მაესტრო“

09 თებერვალი, 2016 13:57

„მე არ ვაპირებ, ვინმეს დავუთმო სახელწოდება „მაესტრო“, - ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე კომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, „მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებში ის არ წარმოადგენს არცერთ დაპირისპირებულ მხარეს.

„არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25 % წილი.

„მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა რომლითაც ასე ამაყობენ “მაესტროს“ ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე.

„მაესტრო“ ან თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება ან არ იქნება საერთოდ“, - წერს მამუკა ღლონტი.

გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" დამატებით 30%-იანი წილი 2016 წლის 1 თებერვალს შეიძინა.  

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გიორგი გაჩეჩილაძეს გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5 %, და მაკა ასათიანი - 25%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^