„პარტიზანი მებაღეები" ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ხეები ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მათი გურიაში გადარგვა სურს.
„პატრულს დავურეკეთ, თუმცა არ მოვიდა. ადგილზე ვერ წარმოვგიდგინეს სპეციალისტის, ბოტანიკოსის დასკვნა, რომ ხეს სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნდება. გზა გაჰყავთ ზღვისკენ და ამოთხრილია დაახლოებით 40 მომცრო ხე, რომლებიც გვერდზე აქვთ გადაყრილი. არც ამაზე ჰქონიათ ნებართვა და როგორც გვითხრეს, ეს უბრალო ხეებია. ბრალიან ხეს ეძახიან ხეს, რომელიც ნაყოფს ისხამს" - ამბობს „ლიბერალთან" საუბარში პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე.
მისი თქმით ხეების გადარგვა ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ამ ზომის ხეების გადარგვა პრობლემურია.
„აქ არის ფხვიერი ნიადაგი, რომელიც მთლიანად ეფშხვნება და ხეზს ფესვთა სისტემა არ უნარჩუნდება" - ამბობს ფერაძე.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ გიგანტური ხეები მისი გასართობია.
„ჩემი ჰობია და ძალიან მიყვარს დიდი ხეები, გიგანტური ხეები არის ჩემი გასართობი და ჩემმა ძამ მითხრა, რომ ჭაობის კიპარისები არის ესეთი და მე მაინტერესებდა რამდენი იდგა, მე ბევრი მაქვს დარგული ჩემ ეზოში. მართლა გიგანტურია თუ არა, და წაგიყვან გაჩვენებ იქვე წვერმაღალაზე იქვე ჩემთან ახლოს წამიყვანა და მაჩვენა მართლაც გიაგნტური კიპარისებია, შუაში გზა გადიოდა, იქვე მიჭედებული იყო ლურსმით, რომ იყიდება, დავურეკე რომ იყიდება, სასწრაფოდ, ვინ იყო, ტუპანის ხეს ეძახიან კიდევ და ჭაობის კიპარისები, უნიკალური, ასწლოვანი, მე ის სასწრაფოდ ვიყიდე, 10 თუ 15 დოლარი გადავუხადე, შემოვრაგვე და დავიცავი ეს ხეები" - თქვა ივანიშვილმა.
ფოტო: პარტიზანული მებაღეობა თბილისში