Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაინდრავა: აშშ-ის დაზვერვა მოუწოდებს ლიდერებს, დააჩქარონ საქართველოს ინტეგრაციის ტემპი

10 თებერვალი, 2016 20:44

„ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსი მოუწოდებს საკუთარი ქვეყნისა და ზოგადად დასავლეთის ლიდერებს, დააჩქარონ საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტემპი“, - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა აცხადებს, რომ სწორედ ეს გამოაცლის საფუძველს რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებს, საქართველოს NATO-სთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების მიმართულებით.

„ამის მოწმეები ჩვენ ვართ და ტენდენციაც მზარდია. საქართველოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორისა და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის მქონე სახელმწიფოს მოხვედრა ამ ანგარიშში, სრულიად ბუნებრივია“, - განაცხადა ივლიანე ხაინდარავამ.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა სენატში წარადგინა ანგარიში, რომელშიც საუბარია, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოზე ზეწოლა გააძიეროს. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა დასავლური ინტეგრაციის შენელებული ფაზის გამო და მზარდი ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდის ფონზე, შესაძლოა, თბილისმა შეანელოს, ან შეწყვიტოს ძალისხმევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მისი თქმით, ანგარიშში სწორადაა დასმული აქცენტი იმაზე, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს პროდასავლურ ელიტებს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები არ განეიტრალდება.

ხაინდარავას განმარტებით, რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბრისას იგულისხმებ ე.წ. „რუსეთის რბილი ძალა“, რუსული პროპაგანდა და საქართველოში რუსეთის აგენტურის გავლენები, რომლებიც დღესაც მოქმედებენ.

„სწორედ ეს არის აღნიშნული იმ მოხსენებაში, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარება ყველაზე ქმედითი მექანიზმია, ალბათ, რუსეთის შესაბამისი მცდელობების საწინააღმდეგოდ“, - ივლიანე ხაინდრავამ კითხვაზე, რომ ანგარიშში რუსეთის გავლენის გარდა საუბარია ეკონომიკურ პრობელებზე პასუხობს, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა.

„მაგრამ ის, რაც ხდება ამერიკულ პოლიტიკაში, დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის გასანეიტრალებლად, NATO-ს შავ ზღვაში ყოფნის გაზრდა, მომზადება ახალი სტრატეგიების და კონცეფციების, ევროკავშირში და NATO-ში, მიუთითებს ამ პრობლემის კომპლექსურ ხასიათზე. ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე როგორც ხელისუფლება, ასევე  საზოგადოება, ეს თავისთავად ცხადია”, - აცხადებს ხაინდრავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^