Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბსანძის მიმართ მიღებული გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა

11 თებერვალი, 2016 11:31

„ჩემი გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა“, - „ლიბერალის“ ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის თქმით, პროკურატურიდან უწყება მის ადვოკატს დღეს მიუვიდა.

ირაკლი აბსანძე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების (ჰაშიშის) უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა ბრალი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს გაამართლა. აბსანძეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილით ედებოდა ბრალი.

ირაკლი აბსანძის ბრალდების საფუძველი საფრანგეთიდან მეგობრის მიერ გამოგზავნილი ამანათი გახდა, რომელშიც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. ფაქტი 2013 წლის აპრილში მოხდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე, რომელიც ირაკლი აბსანძის ინტერესებს იცავს, „ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ირაკლი აბსანძემ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

„პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმაზე, რომ აბსანძემ იცოდა, მის სახელზე ნარკოტიკული საშუალება რომ უნდა ჩამოსულიყო. ეს იყო უბრალოდ გზავნილი, რომელიც მან აიღო და არ იცოდა, შიგნით რა იყო. სასამართლომ დაცვის მხარის მოსაზრება სრულად გაიზიარა“, - აღნიშნავს ვეფხვაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^