ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი შოთა ხაბარელი გარემოს დაცვისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით საუბრობს და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს, რომ „სამ ხესთან" დაკავშირებით ისინი მხოლოდ ნეგატივზე ამახვილებენ ყურადღებას. მისი თქმით, „პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე საქართველოში „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩამოიყვანა.
„ის თქვენი ნატო ფერაძე, რომელიც არის „პარტიზანთა მებაღის" ხელმძღვანელი, თუ რა ვიცი, დამფუძნებელი, ეს ხომ თქვენთან ტანდემშია, ერთად მოქმედებთ, თქვენ ჩამოიყვანეთ ის ჰოლანდიიდან, ჩამოიყვანეთ და დაასაქმეთ ზუსტად იმ მერიაში, სადაც დღესაც მიმდინარებს გამოძიება. ის აღნიშნავს კიდევაც, ეს თქვენი ქალბატონი, რომ ჩამოიყვანა ერთ-ერთმა ძველი თბილისის გამგებელმა საქართველოში და დღესაც ის მეგობრობს. აშკარად ხომ ჩანს, რას უმზადებთ ხალხს", - განაცხადა ხაბარელმა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეუნეობიდან ხეების გადარგვის საკითხს განიხილავენ.