
მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს, რომელთა არსებობაც ერთ საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა კოსმოსმის ახლებურად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
Reuters-ის ინფორმაციით, ტალღები მოდის ორი შორეული შავი ხვრელიდან, რომლებიც ერთმანეთის ირგვლივ სპირალისებურად ბრუნავდნენ, მაღალი სიჩქარით შეჯახების შედეგად კი ერთი დიდი შავი ხვრელი შექმნეს.
ტალღები ხვრელების შეჯახებამ გამოოიწვია. ერთ-ერთის მასა მზის მასას 29-ჯერ აღემატებოდა, მეორისა კი - 36-ჯერ. მეცნიერების თქმით, ისინი დედამიწიდან 1,3 მილიარდი სინათლის წელიწადით იყვნენ დაშორებული.
მეცნიერებმა ტალღები პირველად გასული წლის 14 სექტემბერს აღმოაჩინეს.
LIGO Collaboration-მა სუსტი ვიბრაციების დაფიქსირება მოახერხა, მათი აუდიოტალღებად გარდაქმნის შედეგად კი ორი შავი ხვრელის შეჯახების ხმის მოსმენა შეძლეს.
Confirmed: #LIGO has detected gravitational waves created by merging black holes https://t.co/5vjPYHEe5X pic.twitter.com/uGPhPqkRvn
— Scientific American (@sciam) February 11, 2016