დღეს, მიუნხენში, ჰააგის პროკურორი, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ფატუ ბესუნდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება ჭეშმარიტებას იმ შემთხვევაში დაადგენს თუ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდება.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე ბესუნდამ შეხვედრები საქართველოს დელეგაციასთან გამართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რომელიც მიუნხენში დღეს გამართულ "უსაფრთხოების კონფერენციაში" მონაწილეობდა, 27 თებერვალს თბილისში სპეციალურად რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვა.
“საერთაშორისო სასმარათლოს მოსამართლემ მოინდომა გაცნობითი შეხვედრა ჩემთან და ეს იყო ჩვეულებრივი გაცნობითი შეხვედრა, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ინფორმაციის მიწოდების კუთხით და ვისაუბრეთ ასევე შემდეგ ვიზიტზე, თუ არ ვცდები 27 თებერვალს ჩამოდის მათი ჯგუფი საქართველოში და რა თქმა უნდა იუსტიციის სამინისტრო, ჩვეულებრვ რეჟიმში ითანამშრომლებს და გაუწევს პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იქნას წარმოდგენილი," - განუცხადა ქართულ მედიას მიუნხენში გამართული შეხვედრებისა და სიტყვით გამოსვლების შეფასებისას გიორგი კვირიკაშვილმა.