Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველომ უვიზო მიმოსვლა დღეიდან აამოქმედა

15 თებერვალი, 2016 11:06

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ირანის ელჩის მოადგილემ, მოჰსენ ქებრიაიმ განუცხადა. 

როგორც ელჩის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად შეფერხდა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობები. 

„ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება, მაშინ, როდესაც ხალხთა შორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი, სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ", - განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ. 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს აბას თალები ფარის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ირანის მხარისთვის ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, 2016 წლის 15 თებერვლიდან კვლავ ამოქმედდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ", რომელიც ქართულმა მხარემ 2013 წლის 1 ივლისიდან დროებით შეაჩერა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ირანის მხარეს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ოფიციალური ნოტა. 

„აღნიშნული გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება ექნებათ ისარგებლონ, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე ყოფნის უფლებით.

შეხვედრის ფარგლებში ასევე მიმოხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ტურიზმის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანზიტის კუთხით", - განმარტეს სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წინა მთავრობამ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დოკუმენტი ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბერში გააფორმა. შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას  - 2010 წელს ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 21 300 იყო, 2012 წელს ამ მონაცემმა 89 600-ს გადააჭარბა.

თუმცა ამჟამინდელმა მთავრობამ ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის „დროებით შეაჩერების" გადაწყვეტილება 2013 წლის 1 ივლისს მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^