
ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ „თავისუფალ დემოკრატებსა" და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტების შესახებ ვენეციის კომისია მოსაზრებას მარტში გამოაქვეყნებს.
„მე აქ ჩამოვედი, როგორც ვენეციის კომისიის წევრი. ჩვენ ვამზადებთ მოსაზრებას ორი ორგანული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ რაიონულ და ელექტრონულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ შეშფოთებულები პროპორციული ან მაჟორიტარული წესის ცვლილების გამო. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ორივე სისტემა დადებითია და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიგებს, რომელია უკეთესი. ჩვენ შევხვდით ორ ოპოზიციურ ფრაქციას და მათ ნათლად განმარტეს, რომ მათთან არ გაუვლიათ კონსულტაციები", - აღნიშნა მანუელ გონსალეს ოროპეზამ.