Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაჭვლიანმა მორწმუნეთა გრძნობებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიტანა

15 თებერვალი, 2016 15:50

საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს, რადგან კანონპროექტის ინიციატორმა, სოსო ჯაჭვლიანმა პროექტი უკან გაითხოვა.

ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, როდესაც კანონპროექტის გათხოვის შესახებ ჯაჭვლიანმა ბიუროს წერილობითი ცნობა გაუგზავნა.

„შეგახსენებთ, ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტი განხილვების სტადიაშია. ამიტომ, ავტორს და ინიციატორს აქვს ამის [გათხოვის] უფლება. ასე რომ ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი, შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას“ - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია.  რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.

მაშინ ცვლილებებს მხარი კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ.

კანონპროექტის ავტორი - დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანი იყო.

ჯაჭვლიანი: რელიგიური გრძნობებზე პროექტი იმიტომ გავითხოვე, რომ დახვეწა სჭირდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^