Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ 17 მაისის საქმის გამამართლებელი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა

15 თებერვალი, 2016 17:06

პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსის, მაია კვირიკაშვილის განცხადებით, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ თავის დროზე დევნა დავიწყეთ 5 პირის მიმართ. 1 პირის მიმართ სასამართლომ დევნა შეწყვიტა. არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა 4 პირის მიმართ,  რომელთაც ბრალად ედებოდათ პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა. თუმცა, საქმე იყო ძალიან ვრცელი. თუ არ ვცდები, 100-ზე მეტი მოწმე დაიკითხა განხილვის დროს, თუმცა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი.  ჩვენ სააპელაციოში გასაჩივრებული გვაქვს ეს გადაწყვეტილება და დაველოდებით შედეგებს“ - თქვა მაია კვირიკაშვილმა.

2015 წლის 23 ოქტომბერს, საქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2013 წლის 17 მაისს აქციის დარბევის გამო ბრალდებული სასულიერო პირი მამა იოთამი (ირაკლი ბასილაია) და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი  (ბექა სალუქვაძე, ტარიელ დავრიშიანი და გიორგი ბასიაშვილი) გაამართლა. აღნიშნულ პირებს ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს „შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^