Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: ადამიანები ყველაზე ნაკლებად ბედნიერები 40-59 წლის ასაკში არიან

16 თებერვალი, 2016 13:19

„არ გაიზარდოთ - მახეა!“, - კვლევის თანახმად, დაბადების დღის მისალოცი ბარათების ეს გაცვეთილი ფრაზა, შესაძლოა, მართალია. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის (ONS) ოფისი პირადი კეთილდღეობის კვლევის ანგარიშს აქვეყნებს.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, შუახნის ადამიანები ყველაზე ნაკლებად ბედნიერები არიან, ცხოვრებისგან სიამოვნებას ყველაზე ნაკლებად იღებენ და ყველაზე მეტად აქვთ ნერვული აშლილობა.

90 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ONS-ის კვლევის მიხედვით, ბედნიერებისა და კმაყოფილების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე 40-59 წლის ასაკის ადამიანებში. ამასთან, იმ ფონზე, რომ ნერვული აშლილობის მაჩვენებლით, ქალები უფრო წინ არიან, ისინი ცხოვრებით უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე მამაკაცები.

პირადი კეთილდღეობის მონაცემების კვლევა ბრიტანეთში 300 000 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარდა 2012-2015 წლების პერიოდში და დაადგინა, რომ ცხოვრებით კმაყოფილებისა და ბედნიერების მაჩვენებელი 35 წლის ასაკსა და შემდეგ წლებში მკვეთრად ეცემა, ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანები 60 წელს გადასცილდებიან, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად სულ უფრო იმატებს.

ONS-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მოვლენას, დიდი ალბათობით, მრავალი სახის პასუხისმგებლობის ერთდროულად გაჩენა იწვევს, რომელიც ამ შუალედურ ასაკში ადამიანებს ტვირთად აწევთ, მათ შორისაა მზრუნველობა შვილებსა და ასაკოვან მშობლებზე.

ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლის ეტაპზე არიან და ხანშიშესულებს, რომლებიც პენსიაში გადიან, ანგარიშის მიხედვით, უფრო მეტი დრო აქვთ გართობისა და განტვირთვისთვის. ამასთანავე, უფროსი თაობა სხვა ყაიდის ხალხია და ცხოვრებას ცოტა მეტად აფასებს, რადგან ასაკისა და გამოცდილების მატება მათ შეხედულებებს ცვლის.

მზრუნველობის პასუხისმგებლობებს ასევე ემატება პრობლემები სამსახურში, კარიერული წინსვლისთვის საჭირო დროისა და ენერგიის რესურსი, რომლის ნაკლებობას ამ ასაკში ხშირად განიცდიან და მატერიალური პრობლემები, გადასახადების ტვირთი, რომელიც ხშირად არასტაბილური სამსახურის პირობებში უფრო მეტად მძიმდება. გამოკითხულთა 85% აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მათი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

კვლევამ ასევე დაადგინა ცხოვრებით კმაყოფილებისა და ბედნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ასაკობრივი ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ 70-74 წლის ასაკში ადამიანები ყველაზე ბედნიერები არიან, შემდეგ მოდიან 65-69 წლის ადამიანები და მესამე ადგილზე არიან 16-19 წლის მოზარდები.

წყარო: The Guardian

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^