Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იბერიის" დახურვის საქმეზე პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილი სს პასუხისგებაში მისცა

16 თებერვალი, 2016 14:44

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლი ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სს პასუხისგებაში მისცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე.

„გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვარში საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს, ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს“ სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია  ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ზურაბ ადეიშვილს და მის  მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარედგინათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^