Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არა ბიზნეს დიქტატურას! - აქცია ქსანში გაფიცულების მხარდასაჭერად

16 თებერვალი, 2016 20:37

სოლიდარობა ქსანში გაფიცულ მუშებს! არა ბიზნეს დიქტატურას! - დღეს მთავრობის კანცელარიასთან სხვადასხვა მემარცხენე ორგანიზაციის 40-მდე წევრი “მინის” ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს ზოგადად, იმ ექსპლუატატორულ პოლიტიკაზე, რომელსაც კერძო ბიზნესი დასაქმებულების წინააღმდეგ იყენებს, ისაუბრეს საქართველოს სხვა რეგიონებში დაწყებულ გაფიცვების ტალღაზე, ქსნის მუშების მოთხოვნები კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერეს და მთავრობას დასაქმებულების დაცვისკენ მოუწოდეს.

“ქსნის მუშების გაფიცვიდან უკვე 11 დღე გავიდა, მათი პოზიციები უცვლელია და ითხოვენ ხელფასების 30%-ით გაზრდას, კოლექტური ხელშეკრულებების დადებას და პროფკავშირებისთვის ფართის გამოყოფას. თუმცა ეს აქცია ზოგადად, საქართველოს სხვა რეგიონებში მომუშავე ადამიანების სოლიდარობის აქციაცაა. ჭიათურაში დღეს 3700 ადამიანი სამსახურის გარეშეა და კომპანია მათ ხელფასის მხოლოდ 60%-ს უხდის, მუშები გაიფიცნენ ტყიბულშიც, ქუთაისში ტაქსის მძღოლები, ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, ზესტაფონში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. ყველა ეს ობიექტი ეკონომიკურად სტრატეგიულია ქვეყნისთვის, თუმცა მუშების მიერ მოპოვებული დოვლათი სხვადასხვა ოფშორული კომპანიის მიერ ქვეყნის გარეთ გაედინება”, - აღნიშნა აქციაზე გიგა ბრეგვაძემ. 

“თვითორგანიზების ქსელის” წარმომადგენელმა რეზი კარანაძემ შრომის ინსპექტირების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ახდენს, როცა სამუშაო ადგილზე დღეს უამრავი დასაქმებული იღუპება ან საწარმო ტრავმას იღებს. 

ამავე ქსელის წევრმა ალექსანდრა აროშვილმა იმ საპროტესტო ტალღაზე ილაპარაკა, რომელიც დღეს საქართველოშია:

“მუშებს აბსოლუტურად სამართლიანი პროტესტი აქვთ და ეს პროტესტის ტალღა ნელ-ნელა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში ბიზნესდიქტატურა დასრულდეს. არ გვინდა ლამაზი შენობები, კაფეები. ეს ვერ აისახება მუშების მატერიალურ ყოფაზე. ის მითები კი რომ ინვესტორები სამუშაო ადგილებს ქმნიან, უნდა დაინგრეს. კერძო ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმაცია”.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ გიორგი სოფრომაძემ ტყიბულში გაფიცულ მუშებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტყიბულელი მუშების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა:

“მაშინ, როცა კომპანიები ამბობენ, რომ გლობალური კრიზისია და ხელფასების გაზრდა არ შეუძლიათ მუშებისთვის, ადმინისტრაციისა და ამ მუშახელის შემოსავალს შორის უდიდესი განსხვავებაა. ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება იმავე ინტენსივობით ხდება, შემდეგ კი ის დოლარში იყიდება. დასაქმებულების შემოსავალი კი იგივე რჩება. მუშებს მაქსიმუმ 600 ლარი აქვთ ხელფასი, რომლის დიდი ნაწილი ბანკის ვალებში მისდით. ამიტომ სახელმწიფო არ უნდა იყოს ამ კომპანიების მატყუარა ლოგიკაზე მორგებული. მას პირდაპირი და მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეს. სხვამხრივ უპასუხიმგებლობაა, როცა არ ვფიქრობთ ამ ადამიანებზე, მეშახტეებზე, რომლებიც ყოველდღიურად მიწის ქვეშ ჩადიან და  არ იციან, იქიდან ცოცხლები ამოვლენ თუ არა”, - აღნიშნა გიორგი სოფრომაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^